“ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში ჩავიდა არა არჩევნების, არამედ ზვიად გამსახურდიას იუბილის გამო”

0

ამის შესახებ აქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია აცხადებს.

“დღეს ზვიად გამსახურდიას სახელის მიმართ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამოხატული იქნა დიდი პატივისცემა. ვერც მისი პრეზიდენტობისას და ვერც მისი სიკვდილის შემდეგ, ჩვენ,  საზოგადოებამ ვერ შევძელით სათანადო პატივი მიგვეგო ეროვნული გმირისა და პირველი პრეზიდენტისთვის, საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მომპოვებლისა და მისი გამომცხადებელისადმი. ემოციური სიტყვები რჩებოდა ემოციურ სიტყვებად, რასაც თან არ სდევდა საქმე, რომელიც შეძლებდა გამოეხატა ის მოწიწება,  რაც ზვიად გამსახურდიას ერისგან ეკუთვნის.
მინდა მივესალმო ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ზვიად გამსახურდიას მუზეუმის მშენებლობის შესახებ და გაკეთებულ განცხადებას გამოძიების დროულად დასრულების აუცილებლობის თაობაზე.
აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ რამდენიმე ადამიანს, ვინც ეს ყველაფერი სრულიად უადგილოდ მაისში დაგეგმილ არჩევნებს მიაწერა.
ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში ჩავიდა არა არჩევნების, რომელიც 51 დღეშია, არამედ ზვიად გამსახურდიას იუბილის გამო, რომელიც 2 დღეშია, 31 მარტს პირველი პრეზიდენტი 80 წლის ხდება”, – განაცხადა გაბუნიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.