ფოთში გიგანტური კუ იპოვეს

0

ფოთში, ნაბადის სანაპიროზე გიგანტური კუ იპოვეს. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, იგი ზღვის სანაპიროზე იყო გამორიყული.

მათივე განცხადებით, გიგანტური კუ დაახლოებით ორი მეტრი სიგრძის იყო და 70 კილოგრამამდე იწონიდა.

” კუ იმდენად დიდი იყო, სახლში ხელის ურიკით გადავიყვანეთ და მერე ბათუმის დელფინარიუმს დავუკავშირდით. რამდენმე საათში მოვიდნენ და წაიყვანეს. ასე გვითხრეს, კვლევითი ინსტიტუტიდან ვართო,“_ განაცხადა ერთ–ერთმა თვითმხილველმა.

 

Leave A Reply

Your email address will not be published.