ბრიტნი სპირსი 1 თვეს ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარებს

0

ბრიტნი სპირსი ფსიქიატრიულ კლინიკაში 1-თვიან სამკურნალო კურსს გაივლის. ამის შესახებ TMZ-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელ მომღერალს ფსიქიკური პრობლემები მამამისის დაავადებაზე ნერვიულობის გამო შეექმნა. ჯეიმი სპირსს 2 ოპერაცია ჩაუტარდა, მეორე ოპერაციას გართულებები მოჰყვა.

მედიის ცნობით, ბრიტნი სპირსი 2008 წლიდან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

imedinews.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.