დღეს პარლამენტში ლევან იზორიას მოუსმენენ

0

დღეს პარლამენტში დეპუტატები თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმენენ.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, თავდაცვის მინისტრის მოსმენა “მინისტრის საათის” ფორმატში იგეგმება.

“მინისტრის საათი” პარლამენტის ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.

“მინისტრის საათის” ფარგლებში, პარლამენტი წლის განმავლობაში, 11 მინისტრს მოუსმენს.

Leave A Reply

Your email address will not be published.