ზუგდიდში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

0

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  ზუგდიდის მერობის კანდიდატმა –გიორგი (გეგა) შენგელიამ  საარჩევნო შტაბის წევრებთან და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდში,  9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

“9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა, ეს არის ძალიან მძიმე დღე ჩვენი უახლესი ისტორიაში, ამავროულად ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე, ჩვენ დღეს მთელი საქართველო ამ ადამიანებს ვეუბნებით მადლობას თავისუფლებითვის, თავგანწირვისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის. 1989 წელს 8 წლის ვიყავი და ძალიან ტრაგიკულად მახსოვს ეს მძიმე დღე და დარწმუნებული ვარ ჩვენი შთამომავლობა ამ ჩვენი გმირების ამ ღვაწლს არასდოდეს დაივიწყებს“, – განაცხადა შენგელიამ.

შეგახსენებთ, 30 წლის წინ, 1989წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, შვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს,  რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

Leave A Reply

Your email address will not be published.