თელავში მშენებარე ობიექტზე კედელი ჩამოინგრა – არიან დაშავებულები

0

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში მშენებარე ობიექტზე კედლის ჩამონგრევის შედეგად ოთხი მუშა დაშავდა.ინფორმაციას  imedinews–ი ავრცელებს.  არსებული ინფორმაციით,  ბეტონის კონსტრუქცია მოულოდნელად ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი ქვეშ მოიყოლა.

მაშველებმა ნანგრევებიდან დაშავებულები დროულად  გამოიყვანეს და  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები, ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

საქმეზე მოკვლევა 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.