“თუ პოროშენკო არჩევნების მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებს, უკრაინაში დავბრუნდები”

0

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინაში დაბრუნდება, თუ პეტრო პოროშენკო არჩევნების მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებს. ამის შესახებ მან ტელეარხ Настоящее время-ს ეთერში განაცხადა.

“მე თავიდანვე ვთქვი: მიმაჩნია, რომ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებს და მე გამოვფრინდები. თუ ის მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებს, უკრაინაში დავბრუნდები”, – განაცხადა სააკაშვილმა.

პოლიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თუ პეტრო პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდება, ძალაუფლებას დაკარგავს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსაც ძალა არ ექნება. მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ ამ გზით ის უკრაინაში კანონიერად დაბრუნებას შეძლებს.
მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მას სურს, რომ კიევში დაბრუნდეს, ასევე ოდესის ოლქი მოინახულოს და თავის მეგობრებს შეხვდეს.
შეგახსენებთ, 2019 წლის მარტში მიხეილ სააკაშვილმა „გორდნისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის 1 აპრილს უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებს, რომელიც 21 აპრილს გაიმართება.

ეგზიპტოლის შედეგების მიხედვით, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ვლადიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება. მსახიობსა და შოუმენ ვლადიმირ ზელენსკის ამომრჩეველთა ხმების 30,4% აქვს,  ხოლო ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს 17.8 პროცენტი. მესამე ადგილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკოა 14.2 პროცენტით.

Leave A Reply

Your email address will not be published.