იტალიის ქალაქ მოლფეტაში საქართველოს მოქალაქე კაფე-ბარის სტუმრებს ნიჩბით დაესხა თავს

0

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ნიჩბით ხელში კაფე-ბარის სტუმრებს დაესხა თავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი წელს ზემოთ შიშველი იყო.

როგორც იტალიური მედია იუწყება, ინციდენტი ქალაქ მოლფეტაში მოხდა. თვითმხილველების თქმით, საქართველოს მოქალაქე ბარში წელს ზემოთ შიშველი შევიდა და განაცხადა, რომ გულის არეში ტკივილს გრძნობს. მოგვიანებით, მან ნიჩაბი აიღო და სტუმრებს დაესხა თავს.

კაფეს მეპატრონემ პოლიცია გამოიძახა, თუმცა თავდამსხმელი კარაბინიერების მოსვლამდე გაიქცა. პოლიციელებმა ის ბართან ახლოს, ნაგვის ბუნკერზე შენიშეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მას სხეულზე ჭრილობები აღენიშნებოდა. მათივე თქმით, მამაკაცს სავარაუდოდ მხედველობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მანქანა დაეჯახა.

ამჟამად მამაკაცი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

1tv.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.