კალაძე: ვიცოდი შაქარიშვილი და ჯიშკარიანი “ოცნებას” რომ ტოვებდნენ, ეს მათი გადაწყვეტილებაა

0

“ისინი რომ მიდიოდნენ ვიცოდი მე ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა და მე მითხრეს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ, ყველა ადამიანი ვართ თავისუფალი ჩვენს გადაწყვეტილებებში, ჩვენს არჩევანში და შესაბამისად მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება,“-განაცხადა კახა კალაძემ

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ დღეს, ბრიფინგზე განაცხადეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.