კაცი, რომელიც 106 საათს მღეროდა, გინესის წიგნის ნაცვლად ჰოსპიტალში მოხვდა

0

მომღერალი დომენიკის რესპუბლიკიდან კარლოს სილვერი, რომელიც 106 საათი შეუჩერებლად მღეროდა გინესის წიგნში ვერ მოხვდა. გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა მისი მცდელობა უშედეგოდ ჩათვალეს.

პორტალ  Univision-ის ცნობით,  კარლოს სილვერმა სიმღერა 29 მარტს დაიწყო და 3 აპრილს დილის 10 საათზე დაასრულა. დროის ამ მონაკვეთში მან 5 ათასი სიმღერა შეასრულა. როგორც კი სიმღერა დაასრულა კარლოს სილვერი ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომღერალს საავადმყოფოში უძილობის, შიმშილის და გადაღლილობის გამო ჰალუცინაციები დაეწყო.

მსოფლიო რეკორდი შეუჩერებლად სიმღერაში ინდოელ სინილ ბარმაპეს ეკუთვნის. მან კარლოს სილვერზე 1 საათით მეტი იმღერა.

კარლოს სილვერმა მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესება უკვე მეორედ სცადა. მომღერალი დანებებას არ აპირებს.

imedinews.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.