კიევში, მაიდნიდან შესაძლო საფრთხის გამო, 1500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

0

კიევში, პოლიციამ შესაძლო საფრთხის შესახებ შეტყობინების გამო, სავაჭრო ცენტრის შენობისა და დამოუკიდებლობის მოედნის შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის ეროვნული პოლიციის ვებ-გვერდზე გავრცელდა.
განცხადების თანახმად, სამართალდამცავებმა პირველად მიიღეს ინფორმაცია, რომ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხე არსებობდა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, მათ კიევის მთავარ მოედანზე ანალოგიური „საფრთხის“ შესახებ აცნობეს.

“დაახლოებით 1500 ადამიანი ევაკუირებულია,” – განაცხადა პოლიციამ.

ამჟამად ადგილზე სამართალდამცავები, კინოლოგები და საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფები მუშაობენ. ექსპერტები ობიექტებს და მის მიმდებარე ტერიტორიას ამოწმებენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.