“ნაცმოძრაობის” წევრების დაკავება ზუგდიდში – კობა ნაყოფია და სანდრა რულოვსი პოლიციასთან არიან

0

ამ წუთებში პოლიციის შენობაში იმყოფება “ნაცმოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია, რომელიც თანაგუნდელების დაკავების მიზეზების გარკვევას ცდილობს.

პოლიციასთან  ასევე იმყოფება ზუგდიდის მერობის კანდიდატი “გაერთიანებული ოპოზიციიდან”_ სანდრა რულოვსი.

როგორც რულოვსმა განაცხადა, მათ ჰქონდათ შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, სადაც მათ უკან დაჰყვებოდათ მსუბუქი ავტომობილი, შემდეგ გამოიძახეს პოლიცია. პოლიციასა და ენმ-ის წევრებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რის შედეგადაც დააკავეს გიორგი პატარაია, ანი წითლიზე, მანუჩარ ჩხეტია.

ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი შსს-ს.

Leave A Reply

Your email address will not be published.