ნეპალში შტორმის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა

0

ნეპალის სამხრეთით შტორმის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, იუწყება სააგენტო Associated Press-ი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით.

შტორმის შედეგად, ასევე, 612 ადამიანი დაშავდა. სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ძლიერმა  ქარმა ხეები მოგლიჯა, ასევე დაზიანებულია სახლები და ავტომობილები.

ქარიშხალი 31 მარტს დაიწყო. ძლიერმა წვიმამ და ქარმა ყველაზე მეტად ბარასა და პარსას რაიონები დააზიანა.

Leave A Reply

Your email address will not be published.