ოზურგეთში, სოფელ შემოქმედის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ვერ ხერხდება

0

უკვე რამდენიმე საათია  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, შემოქმედი-გომის საზღვარზე მდებარე ტყეში ხანძარია.

არსებული ინფორმაციით, იწვის ბუჩქნარი და ეკალბარდები.

როგორც სააგენტო mpress.ge–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  რთული რელიეფის გამო, მუშაობს ცოცხალი ძალა. 70 მეხანძრე მაშველი.

მათივე ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტზე  ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი  ჯერჯერობით უცნობია.

შენიშვნა: ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს.

 

Leave A Reply

Your email address will not be published.