რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა

0

ცნობილი რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიას მისმა ნათესავებმა დაუდასტურეს.

მედიის ცნობით, რეჟისორი 88 წლის იყო.

თებერვალში, 88 წლის რეჟისორი გიორგი დანელია პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სუნთქვის გართულების გამო, ექიმები მას ხელოვნურ კომაში ამყოფებდნენ,  საიდანაც ის გამოვიდა.

მარტში, რეჟისორის მეუღლემ გალინა იურკოვა-დანელიამ განაცხადა, რომ გიორგი დანელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ ექიმები მას კლინიკან გაწერას არ ურჩევდნენ.

გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. ქართველი და რუსი კინორეჟისორი სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთი პერიოდი არქიტექტორად მუშაობდა.

დანელიას ყველაზე პოპულარული ფილმებია „მიმინო“ (1977), და „შემოდგომის მარათონი“ (1980). გიორგი დანელიას 1990 წელს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

მისი ფილმოგრაფიაა
სერიოჟა (1960)
გზა ნავმისადგომთან (Путь к причалу) (1962)
დავდივარ მოსკოვის ქუჩებში (Я шагаю по Москве) (1963)
33 (1965)
არ იდარდო! (Не горюй) (1969)
ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები (Совсем пропащий; 1972)
აფონია (Афоня) (1975)
მიმინო (Мимино) (1977)
შემოდგომის მარათონი (Осенний марафон) (1979)
ცრემლები ცვიოდა (Слёзы капали) (1982)
ქინ-ძა-ძა (Кин-Дза-Дза) (1986)
პასპორტი (Паспорт) (1990)
ნასტია (Настя) (1993)
არიოლი და რეშკა (Орёл и решка) (1995)
ფორტუნა (Фортуна) (2000)
კუ! ქინ-ძა-ძა (2013)

Leave A Reply

Your email address will not be published.