რუსთავში 30 წლის მამაკაცი არასრულწოვან გოგონასთან სქესორივი კავშირის გამო დააკავეს

0

რუსთავში 30 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის გამო დააკავეს. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მეზობელ გოგონას ცოლად მოყვანას ჰპირდებოდა რის შემდეგაც მასთან სექსუალური კონტაქტი რამდენჯერმე დაამყარა.

საბოლოოდ კი მამაკაცმა გოგონას ცოლად მოყვანაზე უარი განაცხადა რის შემდეგაც არასრლუწლოვანის ოჯახის წევრებმა ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობეს.

როგორც შსს–ში აცხადებენ, მამაკაცი უკვე დაკავებულია. უწყების ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში გულისხმობს.

დაკავებულს 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Leave A Reply

Your email address will not be published.