სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილი ჩექმებიან კატას შეადარა

0

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზღაპრის პერსონაჟ „ჩექმებიან კატად“ მოიხსენია.

„ჩვენ თუ უბრალოდ ვთქვით, 2020 წლის ოქტომბერს ველოდებითო, ის ჰაერში აგვაგდებს და მოგვიგვარებს მოემზადება მთელი არტილერიით. ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნებზე უარს ვამბობთ, მაგრამ ყოველდღე უნდა ვცადოთ… ის(ბიძინა ივანიშვილი) კანონის ფარგლებიდან დიდი ხანია გავიდა…

ლეგიტიმურობა მას არ აქვს, პრეზიდენტის ინსტიტუტი გააუქმა. ჯერ ერთი, მოიპარა არჩევნები, მეორე გაიყვანეს აჩაჩული ქალი(სალომე ზურაბიშვილი). შეიძლება არავის უნდა ვეძახდე აჩაჩულს, მაგრამ რომ დავინახე შტაინ მაიერთან ერთად, რაღაც… ჩექმებიანი კატა… შემრცხვა ჩემს ქვეყანაზე მართლა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.