სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იწყება

0

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იწყება. ინფორმაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელდა. სესია 8 აპრილიდან 12 აპრილამდე გაგრძელდება.

დელეგატები ევროპის საბჭოს ბიუჯეტის კრიზისის საკითხის განხილვას გეგმავენ.

მოსალოდნელია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშანიანი მიმართავენ.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი თავისი საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.
აღნიშნულის შემდეგ, ევროპის საბჭოს მდივანი ტორბიორნ იაგლანდი დეპუტატთა შეკითხვებს უპასუხებს.

საპარლამენტო ასამბლეა სიძულვილის ენაზე, ასევე აღნიშნული საკითხის წინააღმდეგ ბრძოლაში პოლიტიკურ ლიდერთა როლზე ერთობლივ დებატებს გამართავს.

Leave A Reply

Your email address will not be published.