ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის მამაკაცი დაშავდა

0

ყვარელში, ცენტრალურ ქუჩაზე მოძრავ მოპედს ,,ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მიიღო 21 წლის ახალგაზრდამ, რომელიც მოპედს მართავდა.

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ გაუარაშვილის ინფორმაციით, მამაკაცს მხრის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება და ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზნით მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

Leave A Reply

Your email address will not be published.