გიორგი შენგელია: “ზუგდიდში რაგბის განვითარების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება”

0

დღეს ზუგდიდიდის მუნიციპალიტეტის მორაგბეთა ნაკრებს ახალი ფორმები გადაეცა. ახალგაზრდა სპორტსმენებს აღნიშნული ფორმები ზუგდიდის მერმა პირადად გადასცა.

როგორც გიორგი შენგელიამ განაცხადა, მუნიციპალიტეტში რაგბის განვითარების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.

„სპორტი და ზოგადად, ახალგაზრდული მიმართულება მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ზუგდიდში რაგბის განვითარების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება. პირველი ეტაპისთვის ჩვენ ქალთა და ვაჟთა ნაკრებს ახალი ფორმები გადავეცით. ასევე, გაიმართა ამხანაგური თამაშიც“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.