დაშავებული პოლიციელის ცოლი გვარამიას: გრცხვენოდეს, გია ანტალიაში კი არა, სტამბოლში სამკურნალოდ წავიდა

0

დაშავებული პოლიციელის ცოლი, თამუნა ქობალია “რუსთავი 2 -ის” დირექტორს ნიკა მელიას და ჟურნალისტს ნოდარ მელაძეს მიმართავს და მათ ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც დღეს ტელეკომპანიამ გაავრცელა, იყო ტყუილი. იმის დასტურად, რომ მისი მეუღლე არა დასასვენებლად, არამედ სტამბოლში სამკურნალოდ მიემგზავრებოდა, თამუნა ქობალია ბილეთების ფოტოებსაც აქვეყნებს.

“მივმართავ #ნიკა გვარამიას! #nika gvaramia ჩემი მეუღე დიახაც რომ აფხაზეთიდან არის. ოჯახი დევნილია, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და ცხოვრება ხელმეორედ დაიწყო.
გია უწესიერესი ადამიანია, ის 2005 წლიდან ქვეყნის სამსახურშია. იბრძოდა სამაჩაბლოში და ყველგან, სადაც სამშობლოს დასჭირდებოდა. ის გულანთებული პატრიოტია.

აქციის დროს თვალი დაუზიანდა და მხედველობა თითქმის დაკარგა. გაუკეთდა ოპერაცია. დღეს, მინისტრის ბრძანებით, გია თურქეთში, ქალაქ სტამბოლში წაიყვანეს, რათა მხედველობა შეუნარჩუნდეს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს გვერდით დადგეთ და დაიცვათ ჩვენი უფლებები, ურცხვად გვდებთ ბრალს, რომ გია ანტალიაში წავიდა დასასვენებლად

სიმართლის და ღმერთის გეშინოდეთ!
სირცხვილი ნიკა გვარამია!!!

ახლა კი ვდებ ბილეთებს, იმის დასტურად, რომ გია ნამდვილად სტამბოლში მიემგავრება.

ამ მძიმე დღეებში ვცდილობდი არ დავცემულვიყავი, თქვენ, პატივცემულო გვარამიავ, ეს შეძელით!!!”.

Leave A Reply

Your email address will not be published.