“ხმას მივცემდი მელიასთვის მანდატის შეჩერებას და მეორე, სრულად ვუჭერ მხარს გახარიას”

0

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის საკითხს ესმაურება და ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება.

“არ ვარ საქართველოში, სტარსბურგში ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ჩემი გამოცდილებით ყველაზე მძიმე და დამღლელი სესიაა, რაშიც კი მიმიღია მონაწილეობა (მიზეზები გასაგებია). მაგრამ ახლა სხვა რამის დაწერა მინდა: თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას და მეორე – სრულად ვუჭერ მხარს გიორგი გახარიას და ის არ უნდა გადადგეს!” – წერს სოფიო ქაცარავა Facebook-ში.

Leave A Reply

Your email address will not be published.