ბათუმის სანაპიროზე სუვენირების 3 ჯიხური გაქურდეს

0

დღეს დილით დაბრუნებულ სუვენირების მეპატრონეებს ჯიხურები გატეხილი დახვდათ. გაქურდულია იქვე მდგარი ღვინის ჯიხურიც. დაზარალებულების განცხადებით, წაღებულია სუვენირები და ღვინოები. ქურდობის შემთხვევა საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე სამი დღის წინაც დაფიქსირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზევე შეაჩერა პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე არასრულწლოვანი. უწყების ცნობით, ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცებად და გამოძიება ადმინისტაციული კოდექსის 19/177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.