ბათუმში, მშენებარე კორპუსში ლიფტი ჩავარდა – არიან დაშავებულები

0

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსში ლიფტი ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, ლიფტში 5 ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც mpress.ge-ს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, “ლიფტში მყოფი ხუთივე ადამიანი ამოყვანილია. აქედან 3 მსუბუქი დაზიანებებით რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი”.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, სამივე დაშავებული თურქეთის მოქალაქეა.

Leave A Reply

Your email address will not be published.