დონალდ ტრამპი მასობრივ დეპორტაციას აანონსებს

0

აშშ-ის პრეზიდენტი მასობრივ დეპორტაციას აანონსებს. ამის შესახებ  დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

ტრამპის განმარტებით, ღონისძიებას რეიდის სახე არ ექნება.

პრეზიდენტის განმარტებით, ეს ზომა, რომელიც მალე ამოქმედდება, შეეხება ადამიანებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში ერთ წელზე მეტია, უკანონოდ იმყოფებიან. 

აშშ-ის იმიგრაციის სამსახურმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ოპერაცია შეეხება ქვეყანაში ახლად შესულ, დოკუმენტების არმქონე მიგრანტებს. 

imedinews.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.