“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს(ვიდეო)

0

მომღერალი თიკა ჯამბურია დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად დააკავეს. ინფორმაციას „პრაიმტაიმი” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერთან ახლოს მოხდა.

როგორც “პრაიმტაიმთან” დაკავებულები ამბობდნენ, ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=qhEe-6sQtJI


Leave A Reply

Your email address will not be published.