“საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ გაბუნიას გამოსვლა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში მიმავალი ყველა გზა უნდა ჩაიკეტოს”

0

ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა „ეხო მასკვის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში დაწერა.

როგორც რამზან კადიროვი აცხადებს,  „მომხდარი უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს მიერ წინასწარ დაგეგმილი ამაზრზენი აქცია“.

“თუ საქართველოს მთავრობამ საწინააღმდეგო არ დაამტკიცა, მაშინ სამ დღეში უნდა ჩაიკეტოს საქართველოში მიმავალი და საქართველოდან მომავალი ყველა გზა. მსოფლიოში მილიონობით ადამიანია, რომელიც პატივს სცემს ვლადიმერ პუტინს. გაბუნია უნდა ჩაკეტო და შვიდი ბოქლომი დაადო, რადგან პირველივე შემხვედრს შეუძლია, მას ის გაუკეთოს, რასაც იმსახურებს“, – წერს კადიროვი.

Leave A Reply

Your email address will not be published.