თესალონიკში 33 წლის ქართველი ქურდობისას ფანჯრიდან გადმოვარდა და დაიღუპა

0

ინფორმაციას ტელეკომპანია Alpha ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, თესალონიკში, სელევკიდონის ქუჩაზე ქართველი მამაკაცი კორპუსიდან გადმოვარდა.

როგორც პოლიცია აცხადებს, ის ბინაში საქურდლად იყო შესული და მეორე სართულიდან გადმოვარდა.

საქართველოს 33 წლის მოქალაქე დაცემის შედეგად დაიღუპა და ნაქურდალიც იქვე აღმოაჩინეს.

წყარო: georgians.gr

Leave A Reply

Your email address will not be published.