რუსთავში 23 წლის ორსული გოგო გარდაცვლილი ნახეს

0

რუსთავში 23 წლის გოგო გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდა ქალი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, რის გამოც ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მაშველებმა დაკეტილ ბინაში ფანჯრიდან შეაღწიეს ,სადაც საძიონებელ ოთახში გარდაცვლილი ნახეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება თრომბმა გამოიწვია.

გარდაცვლილის დედის თქმით, გოგონა ორსულად იყო.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო.

Leave A Reply

Your email address will not be published.