ძლიერი ხანძარი სოფელ ვალეში – იწვის სამი საცხოვრებელი სახლი

0

ძლიერი ხანძარია ადიგენში, სოფელ ვალეში. როგორც ადგილიდან mpress. ge-ს კორესპონდენტი იუწყება, იწვის სამი საცხოვრებელი სახლი.

ადგილობრივების განცხადებით, ცეცხლი თავდაპირველად ერთ-ერთ კერძო სახლში გაჩნდა და შემდეგ მეზობლის ორ სახლზე გავრცელდა.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ექვსი სახანძრო მანქანა და 30 მეხანძრე მუშაობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.