“Дурак ты Федя, и шутки у тебя дурацкие“ – გიგი უგულავა გიორგი გახარიაზე

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას კომენტარს “ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში ეხმარეუბა.

Sergi Kapanadze -ს და გავრილოვს შორის სხვაობას ვერ ვხედავო – გახარიამ. ეხ Дурак ты Федя, и шутки у тебя дурацкие“ – წერს გიგი უგულავა.

“სერგი კაპანაძე არის ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლება პატივს სცემს ყველას, მათ შორის ოპოზიციის წევრებსაც. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ბოლო დღეების განმავლობაში მინისტრობის კანდიდატები დეტალურად პასუხობდნენ თითოეულ შეკითხვას, ოპოზიციის წევრებმა არც იკადრეს დისკუსიაში შესვლა.

„არჩევნებისთვის ჩვენ ვემზადებით ყოველთვის. როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, უნდა მოვემზადოთ შემდეგი არჩევნებისთვის. მე პირადად და ხელისუფლება, დიდ პატივს სცემს ამ ქვეყნის თითოეულ ამომრჩეველს, მათ შორის ოპოზიციის ამომრჩეველსაც. ეს ფაქტია. ჩვენ მათ ვესაუბრებით. მათი პატივისცემით, დავდექით და დეტალურად ვუპასუხეთ თითოეულ შეკითხვას მაშინ, როდესაც მინისტრების მოსმენის დროს, ჩვენმა კოლეგებმა არც იკადრეს უბრალოდ დისკუსიაში შემოსვლა. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ გაიქცა, მოკურცხლა დარბაზიდან დებატებში შემოსვლის შიშის გამო. მათ ჯერ თქვეს დიდი ტყუილი, 20 ივნისს დაზარალებული ადამიანი გამოიყენეს, ტყუილი თქვეს და შემდეგ გაიქცნენ სხდომათა დარბაზიდან. ეს გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. „ევროპულმა საქართველომ“ უფრო დიდი სასწაული გააკეთა. მათ უბრალოდ ხელში ჩაიგდეს მიკროფონი და კითხვაზე პასუხის გაცემის უფლება არ მომცეს, თქვეს, რომ ახლა თუ მოგვეწონება რასაც გვეტყვით, მაშინ ჩაგირთავთ მიკროფონს, თუ არ მოგვეწონება, არ ჩაგირთავთ. მე მართლა ვერ ვხედავ, რა განსხვავება იყო ამ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვსა და ბატონ სერგი კაპანაძეს შორის. სერგი კაპანაძე არის ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი. განსხვავება არ არის, რადგან ადამიანი, რომელსაც ჰქვია „ევროპული საქართველო“ და რომლებიც გველაპარაკებიან ევროპულ დემოკრატიულ ფასეულობებზე, იჯდა მიკროფონთან და უყურებდა, გიგა ბოკერია როდის მისცემდა ბრძანებას, რომ ღილაკისთვის დაეჭირა ხელი და გამოერთო. ჩემთვის ეს მიუღებელია. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ჩვენ პერსონალურად არავის ვერჩით, მაგრამ ასეთ პოლიტიკურ კულტურას ჩვენ დავასრულებთ. ამაში მოგვეხმარება ჩვენი ამომრჩეველი და მოქალაქეები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.