ბავშვთა პორნოგრაფიაში ჩართული პირი გორის სოფლის ერთ-ერთ სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა

0

ბავშვთა პორნოგრაფიაში ჩართული ერთ-ერთი პირი, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ინგლისურს ასწავლიდა. ამის შესახებ, რადიო “მოზაიკას” რამდენიმე დღის წინ აცნობეს, თუმცა ოფიციალურმა უწყებებმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.

“ამერიკიდან რომ ჩამოიყვანეს ინგლისურის მასწავლებლები, ის იყო ჩვენთანაც, მშობლებს ფოტო მომსახურება შესთავაზა და ესენიც დასთანხმდნენ, 14-15 წლის გოგოები მიჰყავდათ გადაღებაზე, მშობლები გარეთ უცდიდნენ და როგორც ამბობენ, ბავშვებს რაღაცით აბრუებდნენ და ამის შემდეგ იწყებოდა გადაღება”, – ამბობს რადიო “მოზაიკა”-ს წყარო.

როგორც ცნობილია, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ.

www.radiomosaic.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.