ერთადერთი ხატი, რომელზეც ღვთისმშობელი იღიმის – ვინ და როგორ გამოსახა პირველად ქალწული მარიამი ხატებზე

0

ღვთის­მშობ­ლის სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ხატი არ­სე­ბობს. ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის პირ­ვე­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის შექ­მნა ლუკა მა­ხა­რებ­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­მაც ოთხი ხატი შექ­მნა:

პირ­ვე­ლი – „ელე­უ­სას“ (მო­წყა­ლე) ღვთის­მშო­ბე­ლი. ამ ხატ­ში ყრმა იესო დე­დას ლო­ყით ეხე­ბა, სწო­რედ ამი­ტომ მას­ში ხაზ­გას­მუ­ლია ადა­მი­ა­ნუ­რი გრძნო­ბა სით­ბო­სი სიყ­ვა­რუ­ლის გან­ცდი­სა.

14:31 / 01-05-2019

მე­ო­რე – „ოდი­გიტ­რია“ (გზის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი), სა­დაც ღვთის­მშო­ბელს მარ­ცხე­ნა ხელ­ზე ყრმა უზის. მას წარ­დგი­ნე­ბი­თი ხა­ტიც ჰქვია. მას­ში ხაზ­გას­მუ­ლია ღვთა­ებ­რი­ო­ბა ყრმი­სა.

მე­სა­მე – „ორან­ტა“ (მვედ­რე­ბე­ლი) – ხატი იესო ქრის­ტეს გა­რე­შე, რო­დე­საც ღვთის­მშო­ბელს ხე­ლე­ბი გაწ­ვდი­ლი აქვს და ევედ­რე­ბა მა­ცხო­ვარს, ადა­მი­ან­თა შე­ცო­დე­ბის, შენ­დო­ბი­სა და მათი სუ­ლე­ბის ხსნის­თვის.

მე­ო­თხე – „აგი­ო­სო­რი­ტი­სა“ ან დე­ი­სუ­სი (მო­წყა­ლე) ხატი, სა­დაც ყრმა იე­სოს ღვთის­მშობ­ლის კი­სერ­ზე ხელი აქვს შე­მოხ­ვე­უ­ლი. ეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა მსხვერ­პლის იდე­ის მა­ტა­რე­ბე­ლია, სა­დაც ხაზ­გას­მუ­ლია წი­ნას­წა­რი გან­ცდა ტან­ჯვი­სა და ჯვარ­ზე გაკ­ვრი­სა.

ამ­დე­ნი ხა­ტი­დან ბეთ­ლე­მის ღვთის­მშო­ბე­ლი ერ­თა­დერ­თია, რო­მელ­ზეც ღვთის­მშო­ბე­ლი გა­ღი­მე­ბუ­ლია. ეს ღვთის­მშობ­ლის სას­წა­ულ­მო­ქე­დი ხატი, ქრის­ტე­შო­ბის ბა­ზი­ლი­კა­შია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. ის “ოდი­გიტ­რი­ას” (გზამ­კვლე­ვი) ტი­პი­საა, მას­ზე უფ­ლის დედა მო­წყა­ლედ იღი­მე­ბა.

რო­გორც მორ­წმუ­ნე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, ბეთ­ლე­მის ხატი ჩვენს დრო­შიც მრა­ვა­ლი სას­წა­უ­ლით გან­დიდ­და. მას არა მხო­ლოდ პა­ლეს­ტი­ნე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი მი­ა­გე­ბენ დიდ პა­ტივს, არა­მედ მუს­ლი­მე­ბიც და მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ჩა­სუ­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი.

www.ambebi.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.