თავდასხმა ქუთაისში – რამდენიმე მამაკაცმა ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება სცადა

0

თავდასხმა ქუთაისში – ახალგაზრდა ქალს რამდენიმე მამაკაცი სახლში შეუვარდა და სავარაუდოდ, მისი გაუპატიურება სცადა. შემთხვევა გვიან ღამით, ხარებავას ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალმა პატრულის გამოძახება მოასწრო.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე  გამოძიება 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი მამაკაცი. საქმეზე გამოძიება გრძელდება. 

www.rustavi2.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.