“თოკი შევიკარი, ვეღარ ვიხსნი…” “მიდი აბა ერთი გააკეთე თუ მაგარი ხარ” – 14 წლის ლუკას თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი, ბულინგი გახდა

0

სოფელ ჭოგნარში 14 წლის მოზარდის თვიმთმკველობა შესაძლოა ბულინგს უკავშირდებოდეს. სოფელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკა თანატოლებს დახურულ ჯგუფში აფრთხილებდა რომ თუ მას ბოდიშს არ მიოხდიდნენ ის სიცოცხლეს სუიციდით დაამთავრებდა.ამ აბავს კიდევ უფრო შემზარავს ხდის თვითმკვლელობამდე 14 წლის ბიჭის მიერ თანატოლებისთვის გაგზავნილი ფოტო, რომელიც სუიციდამდე რამდენიმე წუთითა ადრეა გადაღებული და რომელშიც თოკია აღბეჭდილი.
სკანდალური მიმოწერა “მთავარმა არხმა” გაავრცელა, სადაც ლუკა თანატოლებს მიმართავს: “უნამუსო ვიყო, თუ ბოდიშებს არ მოიხდით სულყველა, გამკეთებელი თუ არ ვიყო”.თანატოლის მუქარა დახურული ჯგუფის წევრებმა არ დაიჯერეს და მეტიც, მას კიდევ ერთხელ დასცინეს: “ჯერ ერთი, ბოდიში რატომ უნდა მოგიხადოს აქ ვინმემ და რომ არ მოგიხადოთ, მიდი აბა ერთი გააკეთე თუ მაგარი ხარ”. 

ბულინგის შემდეგ ლუკამ ჩატში თოკის ფოტო ჩააგდო, რომლითაც თავი მოიკლა. მოზარდის თანატოლები არც ამის შემდეგ გაჩერებულან: “შეჩემა მაგხელა მარტო ერთი ყური გაქვს”– დაწერა ლუკას საპასუხოდ ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა.
“ლუკა, სახლში შეიტანე და ლუსტრაზე ჩამოეკიდე გაგიძლებს” – დაწერა 14 წლის ბიჭის მისამართით კიდევ ერთმა მოზარდმა. ბავშვები ლუკას მიმართ ბულინგს არ წყვეტდნენ და შეიძლება ითქვას თვითმკვლელობამდე უბიძგებდნენ კიდევ:

“ლუკა, თქვი ამ ცხოვრებისთქო და კა ბლის ხე გაქვს და თუ აწვდები მაგრად მოუჭირე, რომ არ ჩამოწყდეს. ან ვაფშე ხეზე თუ ახვალ გადმოხტი”. ამ მესიჯის შემდეგ, ბიჭმა ყველაზე შემზარავი წერილი მიწერა მეგობრებს: “დაიცა, თოკი შევიკარი. ვეღარ ვიხსნი…”– დაწერა ლუკამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.