“მასალები დახურულ პლატფორმებზე ვრცელდებოდა…” – ახალი დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიაზე დაკავებულების საქმეზე

0

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი მა­მუ­კა ჭე­ლი­ძე ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის საქ­მე­ზე ახალ დე­ტა­ლებს ჰყვე­ბა. რო­გორც მან ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “დღის თე­მა­ში” გა­ნა­ცხა­და, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებს და­ხუ­რუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბი ჰქონ­დათ, რომ­ლებ­საც ასე­თი ტი­პის მა­სა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის იყე­ნებ­დნენ.

რო­გორც ჭე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, შსს-ს კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტმა ასეთ ტი­პის და­ხუ­რულ პლატ­ფორ­მებ­ზე ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში წვდო­მა უკვე შე­ზღუ­და.

“მათ აქვთ და­ხუ­რუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შექ­მნი­ლია ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლი­სა და ასე­თი მა­სა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის. შემ­დგო­მი ან­გა­რიშ­გე­ბის­თვის ისი­ნი და­ხუ­რულ ფი­ნან­სურ რე­სურ­სებს იყე­ნე­ბენ, ფი­ნან­სურ ტრან­ზაქ­ცი­ებს კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ახ­დე­ნენ, რაც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ნამ­დვი­ლად მოხ­და გარ­კვე­უ­ლი მა­სა­ლე­ბის მხა­რე­ებს შო­რის გაც­ვლა, რის სა­ნაც­ვლო­დაც დამ­ნა­შა­ვე­ებს ფი­ნან­სუ­რი უკუ­გე­ბაც ჰქონ­დათ.-0:06

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის და­ნა­ყოფს აქვს და ჩვე­ნი ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი სრუ­ლად არის ჩარ­თუ­ლი, რათა ასე­თი ტი­პის და­ხუ­რულ პლატ­ფორ­მებ­ზე წვდო­მა არ მოხ­დეს და ჩვენ შე­ზღუდ­ვა ამ კუ­თხით უკვე მო­ვახ­დი­ნეთ. სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბიც დავბლო­კეთ. თუმ­ცა გი­დას­ტუ­რებთ, რომ ასე­თი ტი­პის პროგ­რა­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის და მათი გა­მო­ყე­ნე­ბა სხვა ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ გვყავს პო­ლი­ცი­ის ატა­შე ევ­რო­პოლ­ში და მუდ­მი­ვად ვმუ­შა­ობთ ევ­რო­პულ ინ­სი­ტუ­ტებ­თან, რომ ასე­თი ტი­პის პლატ­ფორ­მებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღოთ” – აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ.

www.ambebi.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.