ნაქირავები ნავით მოგებული სამი ოქროს მედალი! 15 წლის ქართველი ნიჩბოსნის ტრიუმფი სლოვაკეთში!

0

საქართველოს სახელით მოასპარეზე არცერთ ნიჩბოსანს, ICF-ის ანუ ნიჩბოსნობის საერთაშორის ფედერაციის შეჯიბრის სამივე დისტანცია არასდროს მოუგია, თუმცა ეს უკვე მოხდა და მისი ავტორი 15 წლის ალექსანდრე წივწივაძეა!

სლოვაკეთში მიმდინარე შეჯიბრში “ოლიმპიური იმედები”, ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა სამივე დისტანცია – 1000 მეტრი, 500 და 200 დამაჯერებლად მოიგო და ოქროს მედლებს დაეუფლა.

წივწივაძე სამივე დისტანციის შესარჩევიდან ფინალში საუკეთესო შედეგით გადავიდა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე წივწივაძე შეჯიბრებებზე ადგილზე ნაქირავები ნავით (ზოგჯერ წონისთვის შეუსაბამო ნავებით) გამოდის, რაც მას დამატებით პრობლემებს უქმნის. 15 წლის ტალანტს საკუთარი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნავი სამწუხაროდ არ აქვს…

წყარო: www.crystalsport.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.