რუსთავში სკოლის მოსწავლე მარიხუანასგან გათიშული იპოვეს

0

რუსთავში, შარტავას გამზირზე მოსწავლე უგონო მდგომარეობაში ნახეს.

ცენტრალურ საავადმყოფოს „ემერჯენსის“ მორიგე ექიმის სულხან სამხარაძის განცხადებით, მოზარდს მარიხუანა ჰქონდა მოხმარებული, რის გამოც გონება დაკარგა.

ამ დროისთვის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რუსთავის #21 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გავაშელი  აცხადებს, რომ მოსწავლე სკოლაში არ მისულა, თუმცა აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია.

წყარო: inforustavi.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.