“რძალს ხომ არ ვკითხავდი, სად მიდიოდა? ძმისშვილს ქების სიგელები მოჰქონდა” – რას ჰყვება ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულის ნათესავი

0

სო­ფელ ზეღ­დუ­ლე­თის მცხოვ­რებ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის პორ­ნოგ­რა­ფი­ის უკა­ნო­ნოდ დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბი­სა და ტრე­ფი­კინ­გის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქის­თვის სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შე­უმ­ჩნე­ვი­ათ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პე­და­გო­გი სკო­ლა­ში პროგ­რა­მის „ის­წავ­ლე და ას­წავ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად“ ფარ­გლებ­ში 2011 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს მი­ვი­და და 2012 წლის ივ­ლის­ში სო­ფე­ლი და­ტო­ვა.

ზეღ­დუ­ლე­თის მცხოვ­რე­ბის დი­ა­ნა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ვის ოჯახ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი ცხოვ­რობ­და, მის­თვის სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შე­უ­ნიშ­ნავს.

“2011 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს ჩა­მო­ვი­და. მა­შინ 50 წლის იყო. 9 თვე ჩვენ სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­და. და­დე­ბი­თად ვა­ხა­სი­ა­თებ, მეც მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ. პროგ­რა­მა რომ და­ი­წყო, მთხო­ვეს ამე­რი­კე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი იცხოვ­რებს შენ ოჯახ­შიო. თან ბავ­შვე­ბის­თვის ენის შეს­წავ­ლა­ში და­გეხ­მა­რე­ბა­თო. უარი არ ვუ­თხა­რით. ანა­ზღა­უ­რე­ბა ძა­ლი­ან მი­ზე­რუ­ლი იყო, 100 ლარი, მაგ­რამ ვი­ფიქ­რეთ, ბავ­შვე­ბი ინ­გლი­სურს ის­წავ­ლი­ან-მეთ­ქი და ამი­ტომ დავ­თან­ხმდით. კარ­გი კაცი იყო. 9 თვე იცხოვ­რა ჩვენ­თან, 15 ივ­ლისს, სკო­ლა რომ დამ­თავ­რდა, ყა­ზა­ხეთ­ში გაფ­რინ­და. მერე ჩა­მო­სუ­ლა და გორ­ში ქი­რით აუ­ღია ბინა. მე-4 სკო­ლა­ში მი­ვი­და მას­წავ­ლებ­ლად. რო­გორც ვიცი, იქაც და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ. ვის­თან და­ი­ჭი­რა მერე კავ­ში­რი და სად წა­ვი­და ჩვენ არ ვი­ცით”, – გა­ნა­ცხა­და დი­ა­ნა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უბ­რი­სას.-0:02

კი­დევ ერთი მცხოვ­რე­ბის, ნაზო ცერ­ცვა­ძის თქმით, სას­წავ­ლო წლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი სო­ფელ­ში არ უნა­ხავს.

“ეგ მას­წავ­ლე­ბე­ლი რომ იყო მო­სუ­ლი, მეც სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ­დი მაგ დროს. ცუდი არა­ფე­რი შეგ­ვიმ­ჩნე­ვია მაგ კა­ცის­თვის. სას­წავ­ლო წელი რომ დამ­თავ­რდა, მის მერე ეგ კაცი აქ არ გვი­ნა­ხავს”, – აღ­ნიშ­ნა ნაზო ცერ­ცვა­ძემ.

უცხო­ე­ლი პე­და­გო­გის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი ქა­ლის ოჯა­ხის წევ­რებს. რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის მაზლმა, “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­და, ვინ არის და­კა­ვე­ბუ­ლი მისი რძლის გარ­და, ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს. მი­სი­ვე თქმით, ოჯახ­ში სა­ეჭ­ვო პირი არა­ვინ მი­სუ­ლა.

“რა არის პორ­ნო, რა ვიცი მე. რძალს ხომ არ ვკი­თხავ­დი, სად მი­დი­ო­და, გორ­ში თუ სხვა­გან? ჩემი ძმის­შვილს არა­ფე­რი უთ­ქვამს, ქე­ბის სი­გე­ლე­ბი მოჰ­ქონ­და ხოლ­მე სკო­ლი­დან. კარ­გი მოს­წავ­ლეა”, – გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბუ­ლის მაზლმა.

ცნო­ბის­თვის, შსს-მ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის სქე­მა და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 11 წევ­რი გა­მო­ავ­ლი­ნა, რო­მელ­თა შო­რის ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბიც არი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 17-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

www.ambebi.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.