ქმარმა უსინათლო ცოლს ეზოში ათასობით ყვავილი დაურგო, რათა მას ყვავილების სუნი ეგრძნო

0

ქმარი 2 წლის განმავლობაში უსინათლო ცოლისთვის სახლის ეზოში ყვავილებს რგავდა, რათა ცოლს ყვავილების სუნი ეგრძნო.

კუროკების წყვილი 1956 წელს დაქორწინდა და ისინი იაპონიის ქალაქ შინტომიში ცხოვრობდნენ. ქორწინებიდან 30 წლის შემდეგ მათ გადაყვიტეს იაპონიის გარშემო ემოგზაურათ, თუმცა გეგმები ჩაეშალათ.

52 წლის ასაკში ქალმა მხედველობა დიაბეტის გართულებული ფორმების გამო დაკარგა, შემდეგ დეპრესია დაეწყო და წყვილმა მოგზაურობა ვეღარ შეძლო. ამიტომ, ქმარმა მოიფიქრა, რომ ცოლის გამხიარულება სხვა გზით შეიძლებოდა და სახლის ეზოში ათასობით ლამაზი და ვარდისფერი ყვავილის დარგვა დაიწყო.

ყვავილების დარგვის შემდეგ კუროკების სახლის ეზო ცნობილი გახდა. მაგალითისთვის, მარტსა და აპრილში, ყვავილობის დროს მათ ეზოს 7 000-მდე მნახველი სტუმრობ.

www.tabula.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.