გიორგი გახარია: მაკო გომურისთვის შეხვედრის თხოვნით არ მიმიმართავს, თუმცა შეიძლება მივმართო

0

“პირის დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და როგორც ვიცი მაკო გომურთან მიმართებით ეს პროცედურები მიმდინარეობს” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ხდებოდა 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისთვის ამ სტატუსის მინიჭება, რაზეც გახარიამ თქვა, რომ პროცედურებს თავისი ვადები აქვს.

“როგორც კი დასრულდება პროცედურები მაკო გომური იქნება დაზარალებულად ცნობილი. მაკო გომურისთვის შეხვედრის თხოვნით არ მიმიმართავს, თუმცა შეიძლება მივმართო, ამის სურვილი როცა მექნება მაშინვე გადმოგცემთ,” – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

www.ipress.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.