ლექციაზე GIPA-ს ლექტორი რომაელი მეომრის აღჭურვილობით მივიდა

0

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი ნიკა ხოფერია, ლექციაზე რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობით მივიდა. ლექციის ამსახველი ფოტოები მან საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ „რომის ისტორია მისი ერთ-ერთი სისუსტეა“.

ლექტორი წერს, რომ მიმდინარე სემესტრში საქართველოს ისტორიას ასწავლის სტუდენტებს GIPA-ში. „მივადექით პომპეუსის იბერიულ ლაშქრობას და, შესაბამისად, დიდი რომაული ამბებიც გვქონდა დღევანდელ ლექციაზე, რომელიც რომაელების აღმოსავლეთში გამოჩენის და მათი კავკასიის ხალხებთან ურთიერთობების თემას შეეხებოდა.

გვქონდა I-II საუკუნეების რომაული აღჭურვილობის მთავარი ნაწილები (ნატურალური ზომა-წონის), მრავალფეროვანი სლაიდები და სცენები რომაელებზე გადაღებული რამდენიმე ფილმიდან (HBO Rome, Ben-Hur, Centurion), რომელთა ჩასმაც გარკვეული საკითხების უკეთესი აღქმისთვის მივიჩნიე საჭიროდ.

ცოტა რომაული სამაგიდო თამაში Latrunculi-ც ვითამაშეთ.

GIPA-მდე მისვლამდე და ეზოში ინტერესიც არანაკლები იყო. მიხარია, რომ სტუდენტებს მოეწონათ“, – წერს ლექტორი.

“ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სწავლებაში ვიზუალიზაცია და ხშირად იყენებს თუ არა მსგავს მეთოდებს, ნიკა ხოფერია ამბობს, რომ აკადემიურ ლექციას სჭირდება დამატებითი ღონისძიებები, სტუდენტებისთვის უფრო საინტერესო და ადვილად დასამახსოვრებელი რომ გახდეს საჭირო ინფორმაცია.

„შესაძლებლობის ფარგლებში აუცილებელია ვიზუალური მასალა, დოკუმენტური ფილმები, გარკვეული ისტორიული ნივთების რეალური ასლები და ა.შ. ამის შესაძლებლობა, ბუნებრივია, ყოველთვის არ გვეძლევა ლექტორებს, მაგრამ როცა ჩემთვის ხელმისაწვდომია, ვცდილობ სალექციო პროცესში გამოვიყენო.

წყარო: www.batumelebi.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.