მაროკოელ ჟურნალისტს აბორტის გამო ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა

0

მაროკოელ ჟურნალისტს აბორტის გაკეთების გამო ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ჰაიარ რაისუნი მის პარტნიორთან ერთად მაროკოს დედაქალაქ რაბატში, გინეკოლოგიური კლინიკიდან გამოსვლისას დააკავეს.

28 წლის ქალი ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ გინეკოლოგთან შინაგანი სისხლდენის სამკურნალოდ იმყოფებოდა. ჰაიარ რაისუნი მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ დამოუკიდებელ გაზეთ „ახბარ ალ-იაოუმში“ მუშაობს.

სასამართლოზე ჟურნალისტმა და მისმა სუდანელმა პარტნიორმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ აბორტს ადგილი არ ჰქონია. მათმა ადვოკატმა კი აღნიშნა, რომ ყველა სამედიცინო და იურიდიული მტკიცებულება საპირისპირო განაჩენის საფუძველს იძლეოდა.

თავის მხრივ, პროკურორმა განაცხადა, რომ ჰაიარ რაისუნის დაკავება მის ჟურნალისტურ საქმიანობას არ უკავშირდება, გინეკოლოგიური კლინიკა კი დიდი ხნის განმავლობაში უკანონო აბორტების გამო პოლიციის დაკვირვების ქვეშ იყო.

სასამართლომ ჰაიარს და მის პარტნიორს თითო წლით თავისუფლების აღკვეთა, გინეკოლოგს კი ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

www.imedinews.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.