“რადგან არავინ ვარ უნდა გადამიარონ?” – პოლიციიდან განცხადების გამოტანის სანაცვლოდ ჯიშკარიანის მეგობარმა დაზარალებულის ოჯახს გარიგება შესთავაზა

0
“ოცნების” დეპუტატის მიერ თანაშემწეზე სავარაუდო გაუპატიურების მცდელობის საქმის სკანდალური დეტალები.

თამთა თოდაძემ ერთ საათიანი დაკითხვის შემდეგ პოლიციის შენობა დატოვა. მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო გოგონამ ჟურნალიტებთან კომენტარიც კი ვერ გააკეთა.ახალ დეტალებზე ისაუბრა “ოცნების” ყოფილი თანაშემწის ადვოკატმა და განაცხადა, რომ სანამ ფაქტი გახმაურდებოდა ჯიშკარიანის მეგობარი დაზარალებულის ოჯახში მივიდა და ჯიშკარიანის სახელით გარიგება შესთავაზა.

“გამომძიებელს ჰქოდა შეკითხვები თამთასთან და ტამთას დედასთან იმ საკითხთან დაკავშირებით , რომ ილია ჯიშკარიანის ახლობლების მხრიდან მისი თხოვნით, განხორციელდა კომუნიკაცია დაზარალებულის დედასთან და მათ მიერ შეთავაზებული იყო მორიგება რათა მომხდარიყო ამ ფაქტის უარყოფა. ილია ჯიშკარიანის ერთ-ერთმა მეგობარმა უთხრა თამთა თოდაძის დედას, რომ იქნებ მორიგებულიყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით” – აცხადებს ადვოკატი.

პოლიციის შენობაში შესვლამდე თამთა თოდაძის დედამ დეტალურად გაიხსენა სავარაუდო ძალადობის დღე და ის ითხოვს, რომ ფაქტი ობიექტურად და დროულად იყოს გამოძიებული.
“ბავშვი მოვიდა სახლში, საშინელ მდგომარეობაში, ვერ გავიგე რა ხდებოდა, თვითომ დარეკა პოლიციაში იყო 5 წუთი გასული რომ მოვიდა ჩვენთან. გოგონა წავიდა, რომ წავიდეთ შემთხვევის ადგილზე და დაათვალიერეს. 1 კვირა გავიდა მას შემდეგ და არც დაკავებულია დამნაშავე და არც დაზარალებულად ცნეს თამთა, რადგან არავინ ვარ უნდა გადამიარონ? ” – განაცხადა თოდაძის დედამ.

www.newposts.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.