“სიმაღლეში 191 სმ ვარ, ხოლო საწოლი 157 სმ -ია“ – რას ითხოვს ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში

0

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი საკანში საწოლის ზომის გაზრდას ითხოვს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს.

„საოცრად წინდახედული ადამიანი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი. ორი თვის წინ ციხის ადმინისტრაციას ვთხოვე საწოლის გადიდება ( ერთი ფიცრის დამატება უნდა მხოლოდ ) . სიმაღლეში 191 სმ ვარ, ხოლო საწოლი 157 სმ -ია . უარი მითხრეს – ეს ზომა ციხის სტანდარტია და გამონაკლისს ვერ დავუშვებთო.

წინდახედულობაა, აბა რა! წინასწარ ციხის საწოლის ზომის სტანდარტი საკუთარი ზომის მიხედვით დააწესო. ხომ ხედავთ გახარიაზე სულ არ ფიქრობს ეს კაცი“ – წერს ოქრუაშვილი

Leave A Reply

Your email address will not be published.