ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

0

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის გ.დ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი – ,,მეტადონი“ (72 გრამი) გამოავლინეს, ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

Leave A Reply

Your email address will not be published.