“ადამიანებმა გადაწყვიტეს, იყვნენ რადიკალურები და ხეპრეები”- ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკიმ განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას იტყვიან აქციის მონაწილეები, მთავარია, ხელისუფლებამ საქმიანობა გააგრძელოს.

“ადამიანებმა გადაწყვიტეს რაოდენობის მიუხედავად, იყვნენ იმდენად რადიკალურები და ხეპრეები, რომ შეუშალონ ხელი იმ საკითხებს, რასაც ვიხილავთ.

სამწუხაროა, მაგრამ საკმაოდ დიდია ხალხის რაოდენობა, ვინც აგრესიულად არის განწყობილი, მათ შორის ჩვენხც გვიკავშირდებიან და კატოგორიულად არ უნდა იქნეს დაშვეული ის, რომ დაძაბულობა და პარტიებს შორის ურთიერთობა საზოგადოებაზე გადავიდეს.

რას იტყვიან ბოქლომები რა მნიშვნელობა აქვს. არ ემახსოვრება ხვალ არავის. თუ არ გავაკეთებთ ჩვენ საქმეს, ეს ყველას დაამახსოვრდება,” – აღნიშნა გია ვოლსკიმ “კურიერთან”

Comments
Loading...