ადა მარშანია: ირაკლი კობახიძე კრიმინალური კოჰაბიტაციით “ნაციონალურ მოძრაობასთან” პოლიტიკურ ლაფშია ამოსვრილი

“ირაკლი კობახიძემ თავის თავს შეხედოს კარგად, დიდი დურბინდით, კრიმინალური კოჰაბიტაციით “ნაციონალურ მოძრაობასთან” პოლიტიკურ ლაფშია ამოსვრილი”. ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბირსას პარლამენტის ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრი ადა მარშანია ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით კენჭისყრას “ნაციონალურმა მოძრაობამ” ადა მარშანია ჩამოაშორა.

“ერთადერთ მიზეზი, რატომაც არ ვიყავი მეორე მოსმენით კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში, არის ჩემი პირადი საქმე, ჯანმრთელობა. მქონდა საშინლად მაღალი წნევა, ეს არის ერთადერთი მიზეზი. “ნაციონალური მოძრაობა” ჩემთან მოსალაპარაკებლად და გადასაბირებლად კი არა, გამარჯობის სათქმელად ახლოს არ მოდის. სწორია და კარგია ეს. მე მაქვს მათთან ასეთი ურთიერთობები და როგორ გამიბედავდა მე “ნაციონალური მოძრაობა” რაღაც შავ-ბნელ მოლაპარაკებებს? ირაკლი კობახიძემ თავის თავს შეხედოს კარგად დიდი დურბინდით, რომ ლაფშია ამოსვრილი. კრიმინალური კოჰაბიტაციით “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის პოლიტიკურ ლაფში ამოსვრილი”,- განაცხადა ადა მარშანიამ.

შეგახსენებთ: პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ, ტვ “რუსთავი 2”-ის ეთერში  განაცხადა: გარდა იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თვითონ არ მონაწილეობდა საარჩევნო სისტემის ცვლილების კენჭისყრაში, ისინი ცდობდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდნილიყო. “ჯერ კიდევ კარგა ხნით ადრე პირველ მოსმენამდე, მათ ორი დამოუკიდებელი დეპუტატი ჩამოაშორეს კენჭისყრას, უშუალოდ პირველი მოსმენის წინ მათ კენჭისყრას ჩამოაშორეს ემზარ კვიციანი და მეორე მოსმენამდე კენჭისყრას ჩამოაშორეს ადა მარშანია”

Comments
Loading...