ადვოკატი რუსთაველის აქციაზე დაკავებულებზე:ყველას მოვემსახურები და სრულიად უანგაროდ დავიცავ

ადვოკატი ქამრალ ამჯანოღლი მზადაა, რუთაველის აქციაზე დაკავებულ პირებს იურიდიული დახმარება სრულიად უფასოდ გაუწიოს.

ამის შესახებ ამჯანოღლი სოციალურ ქსელში წერს.

“როგორც გახდა ცნობილი აქციაზე დააკავეს ათეულობით ადამიანი.
ყველას მოვემსახურები და სრულიად უანგაროდ დავიცავ. დილის 10 საათიდან ვიქნები თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვისაც დაგჭირდებით დამირეკეთ ნომერზე- 555556095”,…

შეგახსნებეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირი დააკავა.

 

Comments
Loading...