ადვოკატი : სასამართლო პროცესზე ის მტკიცებულებები მივიღეთ, რასაც ვამბობდით, რომ სააკაშვილი მოწამლულია პენიტენციურ სამსახურში

“სასამართლო პროცესზე ის მტკიცებულებები მივიღეთ, რასაც ვამბობდით და ვაცხადებდით, სააკაშვილი მოწამლულია პენიტენციურ სამსახურში“, – ამის შესახებ   საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვივამედის“ ექიმმა მიიტანა ეჭვი ტოქსიკოლოგიაზე, რის შემდეგაც ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, ამოვიდა ნივთიერებები, ამის შემდეგ ყურადღება არ მიაქციეს. თუმცა, უნდა მიექციათ, ვინაიდან, სიმპტომატიკა არსებობდა. ჩვენს მიერ 5 თვის გასვლის შემდეგ დაინიშნა ექსპერტიზა ამერიკაში, სადაც დადასტურდა იმაზე დიდი ოდენობები, ვიდრე პირველი კვლევის დროს იყო ამოღებული. სასამართლო პროცესზე ის მტკიცებულებები მივიღეთ, რასაც ვამბობდით და ვაცხადებდით, სააკაშვილი მოწამლულია პენიტენციურ სამსახურში“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთმელიძე სასამართლო პროცესზე დაინტერესდა, ამერიკელ ექსპერტს წარედგინა ის კვლევის შედეგები, რის საფუძველზეც იგი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ფრჩხილსა და თმაში დარიშხანისა და ვერცხლისწყლის შემცველობაზე საუბრობდა.

ამერიკელმა ექსპერტ-ტოქსიკოლოგა, დევიდ სმიტმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი სამედიცინო ლაბორატორიის (LMS) კვლევაში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საკუთარ დასკვნაში ეყრდნობა, დარიშხანი არ აღმოჩნდა.

Comments
Loading...